საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, დღეისთვის დასრულებულია. პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ მსჯელობდნენ. მათი თქმით, მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ ხედვებსა და პოზიციებს წარუდგენენ.