საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ისრაელში

საქართველოს პარლამენტის ისრაელის მეგობრობის ჯგუფის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აშდოდის მერს შეხვდნენ.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე. მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ აშდოდის პორტს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ. საუბრის თემა იყო საპორტო ინფრასტრუქტურა, სფეროში არსებული ინოვაციები და გარემოს დაცვის საკითხები. ისრაელის მხარე დაინტერესდა ანაკლიის პორტის ახალი პროექტითაც, რომელის შესახებაც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.