საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კორეაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ჩო ჰაინდონგს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა არაღიარების პოლიტიკაზე და იმედი გამოთქვა, რომ კორეა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას მისცემს ხმას.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე მიმოიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები, პირდაპირი ფრენები და სხვა.

თეონა მანაგაძე განავრცობს თემას.