საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დღეს საფრანგეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა უკვე გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კატრინ დიუმასთან. შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ნატო-ში გაწევრიანებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.