საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დღეს საფრანგეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს ევროპული მომავალი, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინი, რეგიონში არსებული გამოწვევები და ნატო-ში ინტეგრაცია – ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება ეროვნულ ასამბლეასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე.