ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა პარიზში განიხილეს.
ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ თავდაცვის და სტრატეგიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სპეციალური მომხსენებლის სახელით სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შესასრულებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის, 2030 წელს კი ევროკავშირში შესასვლელადაც მზად იქნება. დისკუსიის დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობაც. ხვალ ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავს.