საფრანგეთი – ევროკავშირის კიდევ ერთი წამყვანი ქვეყანა, სადაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე მსჯელობენ. ქართული საპარლამენტო დელეგაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში ამჯერად ფრანგ კოლეგებს არწმუნებს. ეროვნულ ასამბლეაში გამართული შეხვედრების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას დელეგაციის წევრებმა ივნისის შემდეგ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ჩატარებული სამუშაოების პროცესი დეტალურად გააცნეს. რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის და დამსახურებების გათვალისწინებით, ქართული მხარე წლის ბოლოს საფრანგეთისგან მხარდაჭერას ელოდება.
თეონა მანაგაძე პარიზიდან.