საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მხარდაჭერის მოლოდინში – ქართული საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთშია. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ამჯერად ფრანგ კოლეგებს აცნობენ იმ სამუშაოებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეასრულა.
პროგრესზე და დამსახურებებზე დაყრდნობით საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელოდება – ამ გზავნილით მივიდა ქართული დელეგაცია საფრანგეთის ასამბლეის საგარეო კომიტეტში, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა.
რუსეთის აგრესიის მძიმე შედეგები, ოკუპაცია, 2008 წელს დასავლეთის არასათანადო რეაგირება, უკრაინის ომის შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, კიდევ უფრო გაზრდილი რისკები საქართველოსთვის და ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცედურების დაჩქარების აუცილებლობა – ასეთი იყო გამოსვლის მთავარი აქცენტები.
უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთისგან წლის ბოლოს მხარდაჭერის იმედი, თეონა მანაგაძე პარიზიდან.