საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

სახალხო დამცველის დროულად არჩევას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან მას ქვეყანას ევროკომისიის მე-12 პუნქტიც ავალდებულებს.

სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია ჰქონდა საპარლამენტო დელეგაციას რუმინეთში. ქართველმა დეპუტატებმა პარლამენტარ კოლეგებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ივნისის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. რუმინეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანამ ოფიციალური ბუქარესტის მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიიღო.