შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. ქართული დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ სიერა ლეონესა და კოტ დ’ივუარის პარლამენტის თავმჯდომარეებს. შალვა პაპუაშვილმა შეხვედრების ფარგლებში მადლიერება გამოხატა ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.