საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პორტუგალიაში ვიზიტს დღეს დაასრულებს. შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იმართება. დეპუტატები დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონახულებას გეგმავენ. მანამდე კი შალვა პაპუაშვილი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ქართული დელეგაციის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.