ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპელ კანონმდებლებთან დიალოგს განაგრძობს.
გერმანიის და ნიდერლანდების შემდეგ ვიზიტი ლუქსემბურგში გრძელდება.
პარლამენტის თავმჯდომარე და ქართველი დეპუტატები დღეს ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო. მარს დი ბარტოლომეოს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმების პროექტები გააცნეს. ლუქსემბურგის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებასაც გამოთქვამს. მთავარი გზავნილია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები დროულად და კარგად შესრულდეს.
„მოამბე“ ლუქსემბურგიდან, – თამუნა წიკლაური აშუქებს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს.