15 დეკემბერს საქართველოს ხორვატიისგან მხარდაჭერა ექნება. ასეთია მთავარი გზავნილი ქვეყნიდან, სადაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაციის პროცესი ვიზიტის მთავარი მიმართულებაა. ხორვატიის პარლამენტი ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, რაც დღეს არაერთი განცხადებით დაადასტურეს. უსამართლობის გამოსწორება – ასე ფასდება ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტისგან ევროკომისიის შარშანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც ასოცირებული ტრიო გაიყო და საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა.