იტალიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დღეს იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპულ საქმეთა მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდება. შეხვედრები დაგეგმილია ვატიკანშიც. დღის ბოლოს, საპარლამენტო დელეგაცია ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.