ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ იტალიაში.
მალტის შემდეგ ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რომში გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ მიიღო. გზავნილები პოზიტიურია – ქართულმა დელეგაციამ იტალიას წლის ბოლოს საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა. დღის წესრიგში იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხიც.