საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს – ასეთი განცხადებები კეთდება იმ შეხვედრების შემდეგ, რომლებიც ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ გერმანიის პარლამენტში გამართა.

მეოთხე დღეა, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ბუნდესტაგის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის ოპოზიციას, ხვდებიან და ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებულ სამუშაოებს აცნობენ. დელეგაციის წევრების განმარტებით, გერმანელი კოლეგები ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემას შეცდომად მიიჩნევენ. თავად გერმანიის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირის გაფართოების პროცესში ქვეყანას მხარდაჭერის პირობას აძლევენ და ევროკომისიის რეკომენდაციების გარშემო ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ. ქართული დელეგაცია ბერლინს ბუნდესტაგის მრავალპარტიული მხარდაჭერით ტოვებს და მარტში გერმანელ კოლეგებს საქართველოში ელოდება.

თამუნა წიკლაური აშუქებს ბერლინში მიმდინარე შეხვედრებს.