საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

ქართული დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს ბერლინში. ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ამჯერად ბუნდესტაგში მსჯელობენ.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრის შემდეგ ქართული საპარლამენტო დელეგაცია საგარეო მინისტრს, ასევე სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებს და ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებს შეხვდა. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის კანონმდებლებს ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად ჩატარებულ სამუშაოებს აცნობს.