გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები დღეს ბუნდესტაგის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან. აუდიენციაა დაგეგმილი ასევე სახელმწიფო მინისტრთან. ქართული მხარის განცხადებით, მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული, რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ქართულ მხარეს კანდიდატობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.