სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს ფინეთში გრძელდება. ჰელსინკიში შეხვედრები დილიდან დაიწყო. ქართული დელეგაციის წევრები ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან გამართავენ მოლაპარაკებებს. შალვა პაპუაშვილი ასევე ფინეთის პარლამენტის სესიის გახსნას დაესწრება. შეხვედრაა დაგეგმილი ასევე ქვეყნის პრემიერთან, ევროპისა და საგარეო საქმესთა მინისტრებთან. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ადგილობრივი კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.