საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს. დეპუტატები შეხვედრებს მართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განხილული იქნება რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზეც.