რა რეფორმები სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასაწევად – ამ თემაზე მსჯელობენ დღეს ბრიუსელში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მომავალია. საქართველოს შეხვედრაზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წარმოადგენს, რომელმაც მონაწილეებს უკვე გატარებული რეფორმები და ის გეგმა გააცნო, რომლითაც ქართული მხარე ევროკომისიის ახალი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებას აპირებს. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი დოკუმენტის მიღება.
რა მოლოდინი აქვს ქართულ დელეგაციას, – ანა ბროლაძე აშუქებს ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრას.