საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კოზაკის მეჩვიდმეტე პლენარულ სხდომაში მონაწილეობს. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკომისიის 2024-2029 წლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე. განცხადებების ფორმატში ითქვა, რომ გაფართოება არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელზეც ევროპულმა ინსტიტუტებმა უნდა იმუშაონ. დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.