საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში ქართული დელეგაციაც ერთვება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ბრიუსელში გაემგზავრა.

კახაბერ კუჭავა კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარდგება, სადაც მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იქნება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან და დელეგაციის ხელმძღვანელთან.