საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები სტრასბურგში

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ევროპარლამენტარებთნ კონსულტაციებს მართავენ და მათ განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. შეხვედრები იმართება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისადმი სკეპტიკურად განწყობილ ევროპელ დეპუტატებთანაც.

„მოამბე სტრასბურგიდან“.