საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.
დელეგაცია შეხვედრებს მართავს ევროპული საბჭოსა და ევროპის საბჭოს პირველ პირებთან. ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს ელოდებიან. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები ქვეყნის ევროინტეგრაცია და არსებული გამოწვევებია. ასევე სესიის ფარგლებში აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. პრეზიდენტი მეორე ვადით თინი კოქსი გახდა. მის კანდიდატურას მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა.