ზამბია, ბურუნდი, შრი-ლანკა, ბაჰამა, კაბო-ვერდე – შალვა პაპუაშვილი ამ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან დილიდან შეხვედრებს მართავს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს არწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან საქართველოს ოკუპაციის დაგმობა და არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. ასე რომ, მათ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირონ გაერო-ს რეზოლუციებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვეყნებზე, რომლებიც გაერო-ში რეზოლუციის მხარდაჭერისგან ამ დრომდე თავს იკავებენ. ქართველი სპიკერი უკვე ხუთ კოლეგას შეხვდა, დღის ბოლომდე ჩანიშნულია კიდევ სამი შეხვედრა.
საქართველის საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს ანგოლის დედაქალაქში მართავს. ლუანდა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას მასპინძლობს.