საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანგოლის დედაქალაქში დღეს დილიდან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მხრიდან გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციების მხარდაჭერას. დელეგაციას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ლუანდაში, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეაში მონაწილეობს. ქართული დელეგაცია ფორმატს იმ ქვეყნებთან შეხვედრებისთვის იყენებს, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, თუმცა ამ ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია გაერო-ში რეზოლუციების მიღებისას. ასამბლეაში 130 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ლუანდაშია პარლამენტის 50 თავმჯდომარე და ათასამდე დეპუტატი.