ანგოლის დედაქალაქში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესია მიმდინარეობს.
ქართული მხარე დილიდან მართავს ორმხრივ შეხვედრებს. განხილვის მთავარი თემაა ოკუპაცია და არ აღიარების პოლიტიკა. შეხვედრები დაგეგემილია აზიის, აფრიკის და ცენტრალური ამერიკის იმ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, რომლებთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია გაერო-ში.