საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეაზე

მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას ანგოლას დედაქალაქი ლუანდა მასპინძლობს. ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. წლევანდელი წლის თემა – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციებია. ქართული მხარე ამ ფორმატს ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენებს. იგეგმება დაახლოებით 15 პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა.

თეონა მანაგაძე ლუანდიდან.