საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შეხვედრებს მართავს. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ზაგრებში ხორვატ კოლეგას ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ხორვატიასა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან, ასევე თავდაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტში.