სტრასბურგში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სადაც რამდენიმე წუთის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.
სესიაში მონაწილეობის გარდა ქართველ კანონმდებლებს დაგეგმილი აქვთ ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან. საუბრის მთავარი თემა ყველა შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციები იქნება.