საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტს განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე მილი მეჯლისის საგანგებო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს.