საპარლამენტო დელეგაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე, საბერძნეთში აკადემიურ წრეებთან შეხვედრებს მართავს. ქართველი კანონმდებლების განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროგაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა.
ანა ბროლაძე დეტალებით.