„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ საუბრობს. გუნდში სამოქმედო ტაქტიკაზე აზრთა სხვადასხვაობაა – პარტიის ზოგიერთი წევრი აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების მომხრეა. ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის წევრები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ამას მხოლოდ მიესალმებიან. ამასთან, სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ოპოზიციური პარტიის აგრესიული რიტორიკა არ შეცვლილა.