საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების დათვლა დაასრულა. პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 48.15 პროცენტით ლიდერობს,  მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 27.14 პროცენტი აქვს. დანარჩენი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი კი ასეთია:

„ევროპული საქართველო“ –  3.78 პროცენტი;

„ლელო საქართველოსთვის“  – 3.15 პროცენტი;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14 პროცენტი;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15 პროცენტი;

„გირჩი“ – 2.89 პროცენტი;

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33 პროცენტი;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი.

არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.