არაერთი საერთშორისო პარტნიორის მოწოდებების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წუხილის გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. განცხადების ადრესატია ხელისუფლებაც, რომელსაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ არსებული ყველა ბრალდების გამოძიებისა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწისკენ მოუწოდებენ. 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა. როგორია ამ ანგარიშების შინაარსი – ანა ბროლაძე თემის დეტალებით.