იტალია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
შეტაკებები ანტიფაშისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის და ევროსკეპტიკური და ანტიიმიგრაციული რიტორიკა – ასეთი წინასაარჩევნო ფონია 4 მარტს დაგეგმილ კენჭისყრამდე.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამარჯვების შანსი პოპულისტურ მოძრაობა ხუთ ვარსკვლავს და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებული სილვიო ბერლუსკონის კოალიციას აქვს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას, სავარაუდოდ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს.