საპარლამენტო არჩევნები 2024 - როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ზუგდიდში

ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოშიც. ზუგდიდის პირველ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა, სხვა უბნების მსგავსად, დილის 8 საათზე დაიწყო. პირველი ამომრჩეველი კი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იყო, რომელმაც საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

შალვა სუმბაძე მუშაობს სამეგრელოში და ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს.