საპარლამენტო არჩევნები 2024 - როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ბათუმში
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას ირჩევენ. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119-ს შეადგენს.
აჭარის ხუთი საარჩევნო ოლქიდან, ყველაზე მეტი ამომრჩეველი რეგისტრირებულია ბათუმში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე მუშაობს. ის ზღვისპირა ქალაქში გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება – როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ადგილზე?