საპარლამენტო არჩევნები 2024 - როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი აჭარაში

კენჭისყრის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს აჭარაში – საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119-ს შეადგენს. აჭარის ხუთი საარჩევნო ოლქიდან, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია რეგისტრირებული.

ზღვისპირა ქალაქში 154 357 ამომრჩეველი აძლევს ხმას. შედარებით მცირერიცხოვანი ოლქი კი შუახევია, სადაც 14 454 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უბნების საერთო რაოდენობა 317-ს შეადგენს, საიდანაც 251 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონულადაა შესაძლებელი. 66 უბანზე კი კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდება. გარდა ამისა, აჭარის რეგიონში 114 ადაპტირებული უბანი გაიხსნა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად სულ 14 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული.