საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომლის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღნიშნავენ, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ კოალიცია პარლამენტში არ შევა. არჩევნების შედეგების არაღიარებაზე ამახვილებს ყურადღებას „ძლიერი საქართველოც“. მისი წარმომადგენლების თქმით, საკუთარი ხმების დასაცავად ბრძოლას აპირებენ და სხვადასხვა გზას განიხილავენ.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც „გახარია საქართველოსთვის“, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციამ მოქალაქეებთან ერთად თითოეული ხმა უნდა დაიცვას. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ არჩევნები შედგა და მანდატებზე უარის თქმა მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციისთვის საკუთარი ამომრჩევლების მიერ გამოცხადებული ნდობა არაფერს ნიშნავს.