საპარლამენტო არჩევნები 2024 - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით დილიდან ისარგებლეს
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით დილიდან ისარგებლეს. საკუთარი არჩევანი მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად საარჩევნო უბნებზე გააკეთეს. ხმის მიცემის შემდეგ კი მედიასთან ამ არჩევანის შესახებ ისაუბრეს.