საპარლამენტო არჩევნები 2024

ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თბილისში 21-ე უბანზე მივიდა. ოუენ მერფი კენჭისყრის პროცესს დააკვირდა და საარჩევნო უბანზე არსებულ ვითარებას გაეცნო. მან აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია ტრადიციულად პრესპონფერენციას არჩევნების მეორე დღეს, ანუ ხვალ გამართავს, სადაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შეაფასებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობასა და დაკვირვების პროცესზე.