დილის 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც სულ 62 უბანია განთავსებული. მათგან 34 უბანზე კენჭისყრის პროცესი ძველი წესით მიმდინარეობს. ახალციხეში არჩევნებს აშუქებს ნათია ქენქაძე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – ხომ არ ყოფილა რაიმე ტიპის შეფერხება ამ დროისთვის და ზოგადად, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი?