ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, დათვლილია ხმები 3 110 უბნიდან, ერთი უბნის მონაცემი კი გაუქმებულია. წინასწარი შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92 პროცენტი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.03 პროცენტი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16 პროცენტი, „ძლიერი საქართველო“ – 8,81 პროცენტი, „გახარია საქართველოსათვის“ – 7.77 პროცენტი.
ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების დღე „მოამბესთან“ შეაჯამა და ეუთო/ოდირის დასკვნასაც გამოეხმაურა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მთვლელი აპარატების გამართულ მუშაობას და ხმების „დუბლირების“ არარსებობას, რომელიც ასევე დაადასტურა ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ.