საპარლამენტო არჩევნები 2024

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება – მოსახლეობა დღეს რიგით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს პროპორციული წესით დააკომპლექტებს. 26 ოქტომბრის არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 3 მილიონ 508 ათასს 294-ს შეადგენს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან დაიწყო. ეს არჩევნები ისტორიულია, რადგან პირველად, მოსახლეობის 90 პროცენტი საკუთარ არჩევანს ელექტრონულად დააფიქსირებს.

ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ უბანზე იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობს – თუ გამოჩნდა უბანზე პირველი ამომრჩეველი?