რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე, სადაც გუშინ ოპოზიციის აქცია გაიმართა, აღარ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ტერიტორიაზე არ დგას კარავი, რომელიც საღამოს გაშალეს. ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლები მუშაობენ.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა, სადაც ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგები გააპროტესტა. ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს და ჩატარებულ კენჭისყრას გაყალბებული უწოდეს.