საპარლამენტო არჩევნები 2020

31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურდება.

აქტიური მონიტორინგის ქვეშაა საარჩევნო აქტივობებიც. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანალიტიკოსთა გუნდი საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს. დაგეგმილია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შეგროვებული მონაცემების საარჩევნო ანგარიშებში გამოყენება.

მარათონში ჩართული პოლიტიკური სუბიექტების დღევანდელ შეხვედრებს ეკა კოპალიანი ადევნებდა თვალს.