საპარლამენტო არჩევნები 2020

სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის ამომრჩევლებთან შეხვედრები. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნაწილი ამომრჩევლებს საკუთარ სტრატეგიასა და დაპირებებს აცნობს, ნაწილი კი საკუთარი გუნდის პრეზენტაციითაა დაკავებული.

საარჩევნო აქტივობების ფონზე რამდენიმე პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებითაც მიმართავს. კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით, პარლამენტში მოხვდება ყველა ის სუბიექტი, რომელიც ერთპროცენტიან ზღვარს გადალახავს.