30 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება კანონით იკრძალება. შესაბამისად, პოლიტიკურ სუბიექტებს ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრებისთვის ერთი დღე რჩებათ. ორთვიანი წინასაარჩევნო მარათონის დასასრულს ამომრჩევლების მიმართ ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი გზავნილი საარჩევნო ყუთთან მისვლა და არჩევანის გაკეთებაა. ურთიერთბრალდებებისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე, არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია.